მოგიძებნით საუკეთესო საწყობს
საუკეთესო პირობებით

გვითხარი, რა გაქვს შესანახი — შემოწმებული საწყობებიდან შეგირჩევთ საუკეთესო ვარიანტს, შევათანხმებთ ფასს და პროცესს ბოლომდე ჩვენ მივყვებით. შენ მხოლოდ ადასტურებ.

4სთ
შეთავაზება — სამუშაო საათებში
48სთ
განთავსება ხელშეკრულებიდან
1000₾
დაზღვევა თითო პალეტზე — ფასშია
0₾
გასვლის ჯარიმა და ვადის ვალდებულება
ვინ ვართ

საწყო — შენი სასაწყობე პარტნიორი

მთელი საწყობის დაქირავება აღარ არის საჭირო. საწყო თბილისის შემოწმებულ საწყობებს ერთ ქსელად აერთიანებს: შენ გვეუბნები, რა გაქვს შესანახი — ჩვენ მოგიძებნით საუკეთესო ადგილს, შევათანხმებთ პირობებს და ვაფორმებთ ერთ ხელშეკრულებას. მიღება, დაზღვევა და კონტროლი — ჩვენზეა.

სრული სერვისები საწყობის ოპერაციები

რას იღებ ჩვენთან

  • იხდი მხოლოდ იმდენს, რამდენი ადგილიც გიკავია
  • დაზღვევა 1 000 ₾-მდე პალეტზე — ტარიფშივეა
  • საქონლის ყოველი მიღება-გაცემა დასტურდება აქტითა და ფოტოთი
  • მარაგს, პარტიებსა და ვადებს ონლაინ აკონტროლებ
  • ერთი ანგარიში — შენახვა, ტრანსპორტი და სერვისები ერთად
  • ხელშეკრულების შეწყვეტა ნებისმიერ დროს, ჯარიმის გარეშე
სერვისები

სრული ლოჯისტიკა — ერთი პარტნიორით

ყველა სერვისი

შენახვა

პალეტობით ან მ²-ით — მშრალი, ცივი, გაყინული. დაზღვევა ფასშია.
ვრცლად

ტრანსპორტი

წამოღება და მიტანა კარიდან კარამდე — როცა დაგჭირდება.
ვრცლად

განბაჟება და პორტი

ბონდირებული შენახვა და ტვირთის წამოღება ფოთიდან თუ საბაჟოდან.
ვრცლად

ეტიკეტირება და გადაფუთვა

ქართული ეტიკეტები, სტიკერები, ნაკრებების აწყობა — საწყობშივე.
ვრცლად

ონლაინ-შეკვეთები

ავაწყობთ, შევფუთავთ და კურიერს გადავცემთ — შენ მხოლოდ ყიდი.
ვრცლად
როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი — და შენახულია

01

გვითხარი, რა გაქვს შესანახი

შეავსე ფორმა ან დარეკე — რა საქონელია, რამდენი და რა პირობები სჭირდება. ორ წუთს არ წაიღებს.

02

4 სამუშაო საათში იღებ შეთავაზებას

შემოწმებული საწყობებიდან შეგირჩევთ საუკეთესო ვარიანტს საბოლოო ფასებით. შენ მხოლოდ ადასტურებ.

03

48 საათში საქონელი ადგილზეა

ერთი ხელშეკრულება, მიღება აქტით და ფოტოთი — მარაგს კი ონლაინ აკონტროლებ, ნებისმიერ დროს.

ქსელი

სად ვართ

ქსელი იწყება თბილისიდან და იზრდება მთელ საქართველოზე — პორტებიდან (ფოთი, ბათუმი) რეგიონულ ცენტრებამდე. კონკრეტული ობიექტი შენს მოთხოვნას მოერგება — მისამართს ხელშეკრულებისას გაიგებ.

ქსელის ჰაბი — თბილისი · ქსელი იზრდება პორტები — ფოთი · ბათუმი (მალე) რეგიონები — გაფართოების გეგმაში
ჩვენი დაპირება

რასაც გპირდებით,
ხელშეკრულებაში წერია

შეთავაზება 4 სამუშაო საათში · განთავსება 48 საათში · გატანა ერთი დღით ადრე გაფრთხილებით · ზარალის ანაზღაურება 48 საათში · შეწყვეტა ჯარიმის გარეშე.

■ სისწრაფე■ გამჭვირვალე ფასები■ დაზღვეული პასუხისმგებლობა■ კონტროლი 24/7
ლოჯისტიკა

მოითხოვე შეთავაზება

გაგზავნით ეთანხმები, რომ დაგიკავშირდეთ ამ ნომერზე. სპამი არ იქნება.

ან პირდაპირ მოგვწერე: WhatsApp · ზარი

✓ მივიღეთ! დღესვე დაგიკავშირდებით.
მოითხოვე შეთავაზება →